Monday, July 11, 2016

გაკვეთილის გეგმა




 
გაკვეთილის მთავარი თემა
თამარის ეპოქა
მასწავლებელი
როინ ჭკუასელი
სწავლების საფეხური
მე-9 კლ/ IIსაფეხური
მოსწავლეთა პროფილი
31 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე კლასში არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა.
სრული წარმოდგენა ეძლევა მოსწავლეს თამარის ეპოქის შესახებ. უვითარდება წესრიგი და დისციპლინისადმი პატივისცემა. ეჩვევა ჰუმანურობის დამკვიდრებას საცხოვრებელ გარემოში. უვითარდება საკუთარი ქვეყნისადმი პატრიოტიზმი და ერთგულება. იმსჭვალება თავისი ქვეყნის სიყვარულით.
გაკვეთილის მიზნები და  შედეგები

შედეგი;
  • ახასიათებს და ადარებს სხვადასხვა პერიოდში საქართველოში სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში განხორციელებულ რეფორმებს;
  • ახასიათებს და ადარებს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ფორმებსა და  სტრუქტურებს, მსჯელობს მათი ფუნქციების შესახებ;

მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ დაახასიათონ და შეადარონ სხვადასხვა პერიოდში სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში განხორციელებული რეფორმები შუა საუკუნეებში და თანამედროვე საქართველოში გატარებულ რეფორმებს იმსჯელონ მათი ფუნქციების შესახებ.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეები განვლილი მასალიდან იცნობენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას და მასალის ამომწურავად შესასწავლად ვიყენებ გაკვეთილის პროცესში ფრონტალურ შეკითხვებს დამოუკიდებელ წერით სამუშაოებს განვლილი მასალიდან რომელიც უკავშირდება ახალ მასალას.
შეფასების საგანი და პროცედურები
გაკვეთილის პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა, ჯგუფური მუშაობა მოსწავლეთა შორის, წერითი სამუშაოების ჩატარება, შეკითხვებზე პასუხის

სასწავლო რესურსი და ტექნიკური აღჭურვილობა
პროექტორი, კომპიუტერი, სახელმძღვანელო...
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხები (2წთ)

A ფაზა-გამოწვევა (7წთ)
აქტივობა -1: გონებრივი იერიში (7წთ)
მოსწავლეთა პასუხები იწერება ფლიპჩარტზე. მასწავლებელი ინახავს მოსწავლეთა პასუხებს რათა საბოლოო პასუხებს შეუდაროს.
აქტივობა -2: ვ.მ.ვ.ვ სქემის პირველი ორი სვეტის შევსება

B ფაზა-კონსტრუირება (25 წთ)
მასწავლებელი წინასწარ მომზადებული სლაიდ-შოუს საშუალებით  მოსწავლეებს აცნობს თამარის ეპოქას.
აქტივობა-3: სახელმძღვანელოზე მუშაობა. მოსწავლეები იყოფიან წყვილებად და სახელმძღვანელოში მოინიშნავენ ისეთ ადგილებს სადაც თამარის ღვაწლი მკაფიოდ ჩანს.
C-ფაზა-რეფლექსია
აქტივობა -4: გონებრივი იერიშის მეთოდით მასწავლებელი აჯამებს რა გაიგეს მოსწავლეებმა. პასუხები ისევ დაიწერება ფლიპჩარტზე და გაკვეთილის დასაწყისში მომზადებულ პასუხებს მოსწავლეები თავად შეადარებენ. ბოლოს ისევ ავსებენ ვ.მ.ვ.ვ-სქემის ბოლო სვეტს რათა დააზუსტონ ამ გაკვეთილის შედეგად რა გაიგეს.
მოსწავლეები ასევე მსჯელობენ იმაზე რაში გამოიყენებ მიღებულ ცოდნას.

შეფასება: მოსწავლეები ფასდებიან გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკით.

საშინაო დავალება: